LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოპოზიცია და უმრავლესობა საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით დღეს შეხვედრას გამართავს

43
shutterstock-667431721

ოპოზიცია და უმრავლესობა საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით დღეს მორიგ შეხვედრას გამართავს.

შეხვედრა 16:00 საათზე პარლამენტში გაიმართება.

მხარეები აცხადებენ, რომ პოზიციების დაახლოება შესაძლებელია.

„ორშაბათს შევხვდებით, რომ საარჩევნო კოდექსში ცვლილებების ტექსტზე ჩამოვყალიბდეთ. არის რიგი საკითხები,რომელზეც დრო სჭირდებათ ჩვენს კოლეგებს, რომ საბოლოო პოზიცია ჩამოაყალიბონ…აქ ერთ ვარიანტზე ვმსჯელობთ და შესაძლოა შევთანხმდეთ. რაც შეეხება ადმინისტრაციების დაკომპლექტებას, ცესკოს, ოლქის და უბნის აქაც ვფიქრობთ, რომ პრინციპზე თითქმის შეთანხმებული ვართ“, -განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

შეჯერებული დოკუმენტი ვენეციის კომისიას მომავალ კვირაში გადაეგზავნება.

“დღეს ოპოზიციასთან რამდენიმე საკითხი შევათანხმეთ, ძალიან ახლოს ვართ შედეგთან” – შალვა პაპუაშვილი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g