LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხელისუფლება ცდილობს საარჩევნო რეფორმის საფარქვეშ თავისი ინტერესების გამომხატველი ნორმები „გააძვრინოს“: ნინო ბურჯანაძე

55
ნინო ბურჯანაძე

“საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით ცვლილებები რეალურად არ არის ისეთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც არჩევნების გაყალბებას გამორიცხავს,” – ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას “ერთიანი საქართველოს” ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ განაცხადა. 

ბურჯანაძის თქმით, მას არანაირი იმედი არ აქვს იმისა, რომ “ქართული ოცნება” დანაპირებს შეასრულებს და ისეთ „საარჩევნო კოდექსს“ მიიღებს, რომელიც საარჩევნო გარემოს მართლა გააუმჯობესებს.

როგორც “ერთიანი საქართველოს” ლიდერმა აღნიშნა, „საარჩევნო კოდექსში“ შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით შენიშვნები აქვს ცესკო-სთან, კვალიფიციურ პარტიებთან, ხმების დაცვის მექანიზმებთან დაკავშირებით და ა.შ.

“ამაზე მეტყველებს თუნდაც ის ცვლილებები, რომელიც  14 მაისს ცესკო-მ მიიღო. მიუხედავად ამისა , ჩვენი პოზიცია ხმამაღლა უნდა დავაფიქსიროთ. ჯერ ერთი, პირველი შემთხვევაა საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში, როდესაც ხელისუფლება საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით მხოლოდ ე.წ. საპარლამენტო პარტიებს ესაუბრება. ყველა დროს, მათ შორის, როდესაც მე ვიყავი პარლამენტის თავმჯდომარე, ყოველთვის იყვნენ „საარჩევნო კოდექსზე“ მომუშავე ჯგუფში არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები,”- დასძინა ბურჯანაძემ.

მისი აზრით, ეს მნიშვნელოვანია ახლაც, როდესაც არჩევნები გაყალბებულია და რეალურად არავინ იცის სინამდვილეში ვინ რამდენი პროცენტი მოიღო, ხოლო ნამდვილად ბარიერგადალახული პარტია გარეთაა დარჩენილი.

“ჩვენ დავაფიქსირებთ ჩვენს ძალიან მკვეთრ პოზიციას და იმედი მაქვს, რომ ე.წ. ხელმომწერი პარტიები ხმამაღლა გაახმოვანებენ მიშელის დოკუმენტის დარღვევას, რომ ხელისუფლება მართლაც ცდილობს „გააძვრინოს“ ვითომ რეფორმის საფარქვეშ თავისი ინტერესების გამომხატველი ნორმები. ასევე, ხმამაღლა ეტყვიან ჩვენი კოლეგები ბრიუსელს იმას, რომ რეალურად შეთანხმება არ სრულდება”, – აღნიშნა ბურჯანაძემ.

ცნობისთვის, სასტუმრო “იოტაში” იმ ოპოზიციური პარტიების შეხვედრა მიმდინარეობს, რომლებმაც მიშელის დოკუმენტს ხელი არ მოაწერეს.

“ოცნება” მთავარ ოპოზიციურ პარტიასა და სხვა არასაპარლამენტო პარტიებს იგნორირებას უკეთებს, „საარჩევნო კოდექსზე“მუშაობა მათი ჩართულობის გარეშე ხდება: ლევან ბეჟაშვილი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები