LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოპოზიციას დიდი პოტენციალი აქვს, მარტივ მამრავლებად დაშლილი დარჩეს: ნინო ბურჯანაძე

53
ნინო ბურჯანაძე

„ჯერ პრაიმერიზის იდეა იყო, ახლა დავიშალოთ და მერე ავეწყოთო, რომ დავიშალოთ და ვეღარ ავეწყოთ, მერე რა ვქნათ? – ოპოზიციას დიდი პოტენციალი აქვს, მარტივ მამრავლებად დაშლილი დარჩეს“, – აღნიშნული განცხადება „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში გააკეთა, რითაც დავით უსუფაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ საჭიროა პარტიების „გამსხვილება“.

„ჯერ დავიშალოთ, მერე ავიწყოთ, კარგით რა, მართლა. არ შეიძლება ასეთი იდეები ტელევიზორში გაახმოვანო. რატომ ახმოვანებენ ოპოზიციის წარმომადგენლები იდეებს ტელევიზიით მაშინ, როდესაც მეტ-ნაკლები კომუნიკაცია ყველას გვაქვს ერთმანეთთან, რა პრობლემაა?

ვის ელაპარაკა „ლელო“, როდესაც ეს იდეა გამოაცხადა? რომელ პარტიას ელაპარაკა? ეს არის პრობლემა, როდესაც სიურპრიზებია ყოველდღიურად ხან ერთი პარტიიდან, ხან მეორე პარტიიდან, ხან მესამე პარტიიდან. ჯერ პრაიმერიზის იდეა იყო, ახლა დავიშალოთ და მერე ავეწყოთო, რომ დავიშალოთ და ვეღარ ავეწყოთ, მერე რა ვქნათ? ოპოზიციას დიდი პოტენციალი აქვს იმისი, რომ ვერ აეწყოს და მარტივ მამრავლებად დაშლილი დარჩეს“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

„სტრატეგია აღმაშენებელზე“ საუბრისას კი განაცხადა, რომ პარტიას, „რომელსაც არცერთ არჩევნებზე 3%-ზე მეტი არ აუღია, როგორ შეიძლება მესამე ძალაზე ილაპარაკოს“. მისივე თქმით, რეალობას თუ მოწყდები და ოცნებას დაიწყებ, ვერასოდეს მიაღწევ სასურველ შედეგს.

„პრეტენზია და ამბიცია ბევრი რამის შეიძლება გქონდეს, მაგრამ რეალობას თუ მოწყდები და ოცნებას დაიწყებ, ვერასოდეს მიაღწევ სასურველ შედეგს. 11% ორ არჩევნებზე ზედიზედ, ჩემი პარტიის გარდა, არ აუღია არცერთ პარტიას, „ნაციონალურ მოძრაობას“ არ ვგულისხმობ, ცალკე თემაა, მაგრამ 11%-იც რომ მივიღე, მაშინაც არ მილაპარაკია, რომ მე ვარ მესამე ძალა და ალტერნატიული ძალა-მეთქი, რადგან ვაცნობიერებდი, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩემი 11% ყველა პარტიის პროცენტზე მეტი იყო, არ იყო საკმარისი ალტერნატიული ძალის შესაქმნელად. არ შეიძლება ასე ლაპარაკი, 3%-ზე მეტი რომ არ აგიღია არცერთ არჩევნებზე, როგორ შეიძლება მესამე ძალაზე ილაპარაკო? თან ვერავინ ვერ იტყვის, რომ გაგვიყალბეს არჩევნებიო, რადგან სხედან პარლამენტში“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

ნინო ბურჯანაძის შეფასებით, „სტრატეგია აღმაშენებელმა“ , „დროამ“ და „გირჩი-მეტი თავისუფლებამ“ მოუმზადებელი იდეების გაჟღერებით „ოცნების“ წისქვილზე დაასხა წყალი.

„მათდა უნებურად ამ იდეამ დაასხა ხელისუფლების წისქვილზე წყალი. როდესაც შენ გამოდიხარ მოუმზადებელი იდეით, როდესაც არ არის შეთანხმებული და განხილულიც კი სხვა პოლიტიკურ პარტიებთან, როდესაც შენი სავარაუდო მოკავშირეებიც კი, „ლელოდან“ „ნაციონალური მოძრაობიდან“ და სხვა, გაკრიტიკებენ, ეს უბრალოდ პოლიტიკური უმწიფრობის მაჩვენებელია, ვწუხვარ ამას რომ ვამბობ, მესმის ახალგაზრდები არიან,მოტივირებული არიან, მაგრამ შენი მოტივაციით კარგის ნაცვლად ცუდი არ უნდა გამოგივიდეს და გამოუვიდათ უარესი, ხელისუფლებამ მართლა დაიწყო იმაზე საუბარი, რომ არაფერი სხვა შეთავაზება არ აქვთ, ხელისუფლების შეცვლის თაობაზე მხოლოდ და თანამდებობების განაწილების თაობაზე ოპოზიციასო“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები