LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბურჯანაძე: აფხაზეთის ომის დასრულებიდან თითქმის 30 წელი გავიდა და ჩვენ ქვეყნის გაერთიანებისაკენ ერთი რეალური ნაბიჯიც კი არ გადაგვიდგამს

44
ნინო ბურჯანაძე

„ერთიანი საქართველოს“ ლიდერის, ნინო ბურჯანაძის განცხადებით, აფხაზეთის ომის დასრულებიდან თითქმის 30 წელი გავიდა და ჩვენ ქვეყნის გაერთიანებისაკენ ერთი რეალური ნაბიჯიც კი არ გადაგვიდგამს.

როგორც ბურჯანაძემ აღნიშნა, ჩვენი ქვეყნის გამთლიანების საკითხის გადაწყვეტაში სხვის იმედად კი არ უნდა ვიყოთ, არამედ ჩვენ უნდა გადავდგათ ნაბიჯები. მან იმედი გამოთქვა, რომ რეალობა შეიცვლება და ქვეყნის გამთლიანებას შევძლებთ.

„სხვის იმედად კი არ უნდა ვიყოთ ჩვენი ქვეყნის პრობლემების მოგვარებაში და ჩვენი ქვეყნის გამთლიანების საკითხის გადაწყვეტაში, არამედ ჩვენ უნდა გადავდგათ ნაბიჯები. ვიდრე იმის იმედად ვიქნებით, რომ სხვაგან ვინმე რამეს გააკეთებს და ჩვენი პრობლემები მოგვარდება, ყოველ წელს მოვალთ ასე გულგახეთქილები, ერთმანეთს გავახსენებთ, რომ ჩვენი ქვეყნის ნაწილი იყო და გვინდა, რომ იყოს აფხაზეთი და სამაჩაბლო, მაგრამ ნაბიჯებს ვერ გადავდგამთ. იმედია, რომ რეალობა შეიცვლება და ჩვენ ქვეყნის და ხალხის გამთლიანებას შევძლებთ.“ – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

სოხუმის დაცემიდან 29 წელი გავიდა: მომავალი ეკუთვნის აფხაზთა და ქართველთა ერთობას, მშვიდობას და კეთილდღეობას

„29 წლის შემდეგაც იგრძნობა ტკივილი, რომელიც რუსეთის მიერ მხარდაჭერილ მასობრივ მკვლელობას მოჰყვა“ – აშშ-ის საელჩო სოხუმის დაცემის დღეზე

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები