LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოხუმის დაცემიდან 29 წელი გავიდა: მომავალი ეკუთვნის აფხაზთა და ქართველთა ერთობას, მშვიდობას და კეთილდღეობას

121
a5cc3f97de32caace96cca0a797115a7_XL

სოხუმის დაცემის 29-ე წლისთავთან დაკავშირებით, გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობენ და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივს მიაგებენ საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის ლიდერები.

აფხაზეთის ომი 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო და 13 თვეს და 13 დღეს გაგრძელდა.

სხვადასხვა მონაცემით, შეიარაღებულ დაპირისპირებას ემსხვერპლა 10 000-დან 30 000-მდე ათასამდე ადამიანის სიცოცხლე, 300 ათასზე მეტი კი, დევნილად იქცა.

სოხუმის დაცემის 29 წლისთავს „ფეისბუკის” ოფიციალურ გვერდზე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.

„1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმის დაცემა ჩვენი ისტორიის ტრაგიკულ დღედ იქცა.

ომმა ასეულობით ათასი ადამიანი საკუთარ სამშობლოში დევნილად აქცია და, რაც ყველაზე სამწუხაროა, ჩვენი მრავალი თანამოქალაქის სიცოცხლე შეიწირა. კიდევ ერთხელ გამოვხატავ თანაგრძნობას მათი ოჯახის წევრებისა და ახლობლების მიმართ.

 

1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმის დაცემა ჩვენი ისტორიის ტრაგიკულ დღედ იქცა.

ომმა ასეულობით ათასი ადამიანი საკუთარ…

Posted by Irakli Garibashvili on ორშაბათი, 26 სექტემბერი, 2022

 

ამ დღიდან, საქართველოს გაერთიანება თითოეული ჩვენგანის უმთავრესი მიზანია და იგი ეფუძნება ჩვენს რწმენას, რომ ერთიან, ძლიერ, განვითარებულ ქვეყანაში ცხოვრება საუკეთესო პერსპექტივაა ჩვენი ხალხისთვის. ასევე გვჯერა, და ეს არაერთხელ დავამტკიცეთ საქმით, რომ გზა ამ მიზნისაკენ მხოლოდ სამშვიდობო პროცესზე, დიალოგზე და თანამშრომლობაზე გადის.

მომავალი ეკუთვნის აფხაზთა და ქართველთა ერთობას, მშვიდობას და კეთილდღეობას”, – წერს პრემიერ-მინისტრი.

სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით მდუმარე აქცია გაიმართა საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ რუხში.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ახალგაზრდებთან ერთად კიდევ ერთხელ გაიხსენეს ერთ-ერთი უმძიმესი დღე საქართველოს ისტორიიდან. მდუმარე აქციას, რომლის ფარგლებშიც სანთლებით დაწერეს – „ჩავჭიდოთ ერთმანეთს ხელები“, ზუგდიდის მერთან ერთად, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები დაესწრნენ.

ზუგდიდის მერის განცხადებით, შეკრებილების მთავარი გზავნილი აფხაზი დებისა და ძმებისთვის არის – მშვიდობიან საქართველოში ერთად ცხოვრება.

აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად საქართველოს სახელმწიფო დროშები დაუშვეს მთავრობის, პარლამენტის, ასევე, თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზებზე.

 

სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზებზე სახელმწიფო დროშები…

Posted by საქართველოს თავდაცვის სამინისტრო / Ministry of Defence of Georgia on ორშაბათი, 26 სექტემბერი, 2022

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები