LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეს ევროპის ჩემპიონატი იწყება

76

დღეს საფრანგეთში ევროპის რიგით მე-15 საფეხბურთო ჩემპიონატი იწყება. გახსნით შეხვედრაში, ”სტად დე ფრანსზე” ერთმანეთს მასპინძელი საფრანგეთის ნაკრები და რუმინეთი დაუპირისპირდებიან. შეხვედრა თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

ევროპის ბოლო ორი ჩემპიონატი ესპანეთის ნაკრებმა მოიგო. ჩემპიონატის მთავარ ფავორიტად საფრანგეთი მიიჩნევა გერმანიასთან და იმავე ესპანეთთან ერთად.

პირველი ევროპის ჩემპიონატი, 1960 წელს სწორედ საფრანგეთში ჩატარდა. მაშინ გამარჯვებული სსრკ ნაკრები გახდა, რომელთა შორის მიშა მესხი და სლავა მეტრეველი ბრწყინავდნენ.

მასპინძელი საფრანგეთი ორჯერ იყო ევროპის გამარჯვებული. 1984 წელს ასევე საშინაო ასპარეზზე და მეორედ 2000 წელს ბელგია-ჰოლანდიაში ჩატარებული ტურნირი მოიგო.

 

წელს პირველად ევროპის ჩემპიონატზე 24 გუნდი იასპარეზებს. ჯგუფები ასეა გადანაწილებული:

 

A ჯგუფი – საფრანგეთი, შვეიცარია, ალბანეთი, რუმინეთი;

B ჯგუფი – რუსეთი, სლოვაკეთი, ინგლისი, უელსი;

C ჯგუფი – პოლონეთი, გერმანია, ჩრდილოეთ ირლანდია, უკრაინა;

D ჯგუფი – ჩეხეთი, თურქეთი, ხორვატია, ესპანეთი;

E ჯგუფი – შვედეთი, იტალია, ბელგია, ირლანდია;

F ჯგუფი – ავსტრია, პორტუგალია, ისლანდია, უნგრეთი.

 

ჯგუფური ეტაპის შემდეგ გუნდები მერვედფინალურ ეტაპზე გააგრძელებენ ბრძოლას. ჯგუფიდან 2-2 გუნდი გადის, ასევე ოთხი საუკეთესო მესამადგილოსანი.

ევროპის ჩემპიონატის დროს საფრანგეთი უსაფრთხოების უპრეცედენტო ზომებს მიიღებს.

ევროპის ჩემპიონატი ერთ თვეს გასტანს და 10 ივლისს პარიზში ფინალური შეხვედრით დასრულდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g