LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უეფამ საუკეთესოდ ზოლტან გერას გოლი მიიჩნია

89

უეფამ უნგრელი ზოლტან გერას გოლი ევრო 2016-ზე საუკეთესოდ აღიარა.
მან ეს გოლი მომავალ ჩემპიონებს, პორტუგალიელებს გაუტანა და მას უეფას ოფიციალურ საიტზე ყველაზე მეტმა გულშემატკივარმა მისცა ხმა.

უნგრელმა ნახევარმცველმა ანგარიში მე-19 წუთზე გახსნა. გერამ ბურთი მკერდზე მიიღო და მეორე შეხებით მარცხენათი რუი პატრისიოს კარის შორეულ კუთხეში გაუშვა. გეხსომებათ, ის მატჩი 3:3 დასრულდა და ამავე შეხვედრაში რონალდომაც მაგარი გოლი შეაგდო ქუსლით.

რონალდო ან გამოკითხვაშიც მოხვდა, ოღონდ სხვა გოლით. გულშემატკივრებმა მას უელსთან გატანილი ბურთი დაუფასეს. გერამ ასევე გაუსწრო ჯერდან შაქირის (პოლონეთს გაუტანა მაკრატელა) და უელსელ რობსონ-კანუს (ბელგიასთან დიდებული გოლი).

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები