ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი ლადო აფხაზავა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
“მეგობრებო აქ გამარჯვება სულაც არ არის აუცილებელი. გთხოვთ დიდ მოლოდინებს ნუ შეიქმნით. გაიმარჯვებს ის ვინც მეტად სჭირდება მსოფლიოს. მე კი ყველაფერს გავაკეთებ, მაგრამ მე ხომ უკვე გამარჯვებული ვარ რადგან დამარცხებული ამ კონკურს არასდროს ჰყოლია,”- წერს აფხაზავა სოციალურ ქსელში.
ათ ფინალისტს შორისაა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი ლადო აფხაზავა.
Global Teacher Prize 2019-ზე მსოფლიოს საუკეთესო მასწავლებელი 24 მარტს გამოვლინდება. დუბაის განათლებისა და უნარების გლობალურ ფორუმზე პრიზიორს $1 მილიონი გადაეცემა.
