“განისაზღვრება გავაგრძელებთ ესეთ ყოფაში ცხოვრებას თუ არა, გვინდა თუ არა გვაკადრონ ბიძინაობა, ან ნებისმიერი მმართველის მილოცვები, ტყუილები, ადამიანის დაჩაგვრა, სისტემის შეწირვა, მოსმენა, ეს ყველაფერი უნდა შეიცვალოს”, – ეს განცხადება პარტია “დროას” ლიდერმა და გლდანში მაჟორიტარობის კანდიდატმა, ელენე ხოშტარიამ ვაკეში, მე-12 საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის შემდეგ მედიასთან გააკეთა.
“ეს არის რეალურად რეფერენდუმი და რეფერენდუმი არა ოპოზიციისთვის, არამედ ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი მოქალაქეებისთვის. ეს ის იშვიათი დღეა, როცა მოქალაქეებს კონკრეტულად აქვთ იარაღი, რომ ქვეყანა შეცვალონ, თუ დღეს არის უკმაყოფილება იმ ყოფით, რომელშიც ვართ მათ აქვთ საშუალება ეს შეცვალონ, მათ აქვთ ძალიან მრავალფეროვანი არჩევანი, ეს ცვლილება სათავეს დაუდებს ნორმალური ადამიანზე ორიენტირებული მმართველობის შექმნას საქართველოში”, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
ყველა საარჩევნო უბანი გაიხსნა: საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს