31 წლის ფლორისტი დავით ფარადაშვილი კომიდან გამოვიდა. ამის შესახებ AMBEBI.GE-ს პაციენტის დამ, თამარ ფარადაშვილმა განუცხადა.
“კომიდან გამოვიდა, დღეს გააღვიძეს” – აღნიშნა თამარ ფარადაშვილმა.
დღის ბოლომდე სამედიცინო დაწესებულებებს რამდენიმე ადამიანი დატოვებს.
დარბევისას დაშავებული 2 პირი კვლავ მართვით სუნთქვაზეა
დავით ფარადაშვილი რეგიონულ ჰოსპიტალშია მოთავსებული, მას რამდენიმე ოპერაცია ჩაუტარდა. ოპერაციაში მონაწილეობა მიიღეს ისრაელიდან და თურქეთიდან ჩამოსულმა ექიმებმა.