LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეს გია ყანჩელს 88 წელი შეუსრულდებოდა

1465
363978448_3384286978501786_7004113862441622749_n

10 აგვისტოს ლეგენდარულ ქართველ კომპოზიტორს გია ყანჩელს 88 წელი შეუსრულდებოდა. ხელოვანთა გაერთიანება კონცეპტArt ამ თარიღს მეოთხე წელია სხვადასხვა შემოქმედებითი პროექტით აღნიშნავს. წელს გია ყანჩელის ხსოვნას  5 საფესტივალო საღამო მიეძღვნება.  კონცეპტArt-თან ერთად ფესტივალის წარმდგენები იქნებიან თიბისი კონცეპტი და Mastercard,  გენერალური პარტნიორი  –  „ლუტეცია“.

გუშინ საღამოს ბათუმის „ლე მერიდიენმა“ პირველ საფესტივალო კონცეპრტს უმასპინძლა, მსმენელის წინაშე საერთაშორისო აღიარების ჩელისტი ლიზი რამიშვილი და ამერიკიდან მოწვეული პიანისტი არსენი მუნი წარსდგენე.

დღეს, 10 აგვისტოს გია ყანჩელის კინოსა და თეატრისთვის შექმნილ პიესებს ცნობილი პიანისტი ნინო ჟვანია და უკრაინიდან მოწვეული მევიოლინე გრიგორი ამბარცუმიანი შეასრულებენ.

13 აგვისტოდან პროექტი ზღვის სანაპიროზე მდებარე საკონცერტო სივრცეში „სფეროში“ გადაინაცვლებს. პირველივე საღამოს  ნიკოლოზ რაჭველი, ლიზა ბაგრატიონი და ნატო მეტონიძე წარსდგებიან მსმენელის წინაშე ლევან დეისაძესთან და ზაზა ცერცვაძესთან ერთად.

14 აგვსტოს მაყურებელს შესაძლებლობა ექნება დაესწროს მერაბ სეფაშვილისა და ახალი თაობის მუსიკოსების კოლაბორაციით შექმნილ პროექტს – „დიალოგი ზღვასთან“. მონაწილეობენ – ნიკა ნიკვაშვილი, ლიზი რამიშვილი, პაატა ანდრიაძე, ლაშა დეისაძე, ზაზა ცერცვაძე, ლევან დეისაძე, ეკა დოლიძე, ბექა ცხომელიძე.

15 აგვისტოს ფესტივალი საზეიმო დახურვას კვლავ „სფერო“ უმასპინძლებს, საღამოს კონცეფცია და დრეს კოდი იქნება WHITE PARTY. თეთრ სამოსში მოსული სტუმრები ახალი თაობის გამორჩეული არტისტების მიერ ჯაზის, ელექტრონული და საავტორო მუსიკის სინთეზით შექმნილ მუსიკალურ პერფორმანსს დაესწრებიან. მონაწილეები: ლიზი რამიშვილი /ლუკა თოფურია / თემურიკო დიასამიძე /პაპუნა შარიქაძე / ლაშა დეისაძე / გიორგი კაპანაძე / დათო გოგისვანიძე.

სპეციალური სტუმარი – ნოდარიკო ხუციშვილი.

საღამოს ბოლო ნაწილი DJ Diassamidze

იდეის ავტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი – თეო ჯორბენაძე .

შემოსული თანხის ნაწილი შოვის ტრაგედიის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს გადაერიცხებათ.

ბილეთები ამ ბმულზე tkt.ge

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები