LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეს გიორგი შაქარაშვილი 20 წლის გახდებოდა

788
inbound9129767170255612853

გიორგი შაქარაშვილი დღეს 20 წლის გახდებოდა. გარდაცვლილ ფეხბურთელს ოჯახის წევრები და მეგობრები ემოციურ სტატუსებს უძღვნიან.

“გილოცავ შენს მე-20 დაბადების დღეს იმიერ საქართველოში …”-წერს ანი შაქარაშვილი და ძმის ფოტოს აქვეყნებს.

“გიორგი შაქარაშვილი 20 წლის გახდებოდა…
ზეცად ამაღლებული, ყველასათვის საყვარელი ჭაბუკი, ვინც ძალიან მცირე ხანს იცხოვრა, მაგრამ დიდზე-დიდი სიყვარული დატოვა.
გიორგი “საბურთალოს” დიდი ოჯახის ღირსეული წევრი იყო, ჩვენს გულებში ის ყოველთვის იცოცხლებს, მის ხსოვნას დავიწყება არ უწერია!”-წერია “საბურთალოს” მიერ გავრცელებულ მიმართვაში.

2020 წლის 19 ივნისს, დაახლოებით 11:00 საათზე გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები. 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს.

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულია 5 პირი: არჩილ გაგნიძე, ვახტანგ ჩიქოვანი, ნიკოლოზ რევაზიშვილი, ზ.ხ., ა.ქ.

დაკავებულ სრულწლოვნებს ძალადობას, ძალადობის ორგანიზებას, მასში მონაწილეობასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავებიან.

შაქარაშვილს მინიმუმ 9 დაზიანება მიღებული აქვს ფეხის, ხელის ან ბლაგვი საგნებით – პროკურატურა კომისიურ დასკნას აქვეყნებს

 
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g