გიორგობასთან დაკავშირებით საზეიმო წირვას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი დღეს ქაშუეთში აღავლენს, მსახურება 10 საათზე დაიწყება.
მართლმადიდებლური სწავლებით, წმინდა გიორგი მხედართმთავარი იყო, რომელიც რომის იმპერატორ დიოკლიტიანეს ქრისტიანებზე დევნის გამო განუდგა. 303 წელს, 30 წლის ასაკში, მას დიოკლიტიანეს ბრძანებით თავი მოკვეთეს. წმინდა გიორგი ქართველი ერის მფარველად მიიჩნევა და საქართველოში განსაკუთრებულად უყვართ.
ეკლესია წმიდა გიორგის ხსენებას ორჯერ ზეიმობს: 6 მაისს – წმიდანის აღსრულების დღეს და 23 ნოემბერს – მისი ბორბალზე წამების დღეს.