მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდა დიდმოწამე გიორგის ხსენების დღეს აღნიშნავს. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე სადღესასწაულო წირვა-ლოცვას მოსკოვში, ქართულ ეკლესიაში აღავლენს.
საზეიმო წირვა საქართველოში ყველა მოქმედ მართლმადიდებლურ ეკლესიაში აღევლინება.
წმინდა გიორგი ქართველი ერის მფარველად მიიჩნევა. იგი მესამე საუკუნის მეორე ნახევარში, კაბადოკიაში, მდიდარ ქრისტიანულ ოჯახში დაიბადა. წმინდა გიორგი რომის იმპერატორ დიოკლიტიანეს მმართველობის დროს მხედართმთავარი გახდა. ქრისტიანებზე დევნის დაწყების შემდეგ იგი იმპერატორს განუდგა, რის გამოც აწამეს და თავი მოჰკვეთეს.