27 იანვარს კომპანია GWP გლდანის რაიონში, გლდანულას დას. N10-ის მიმდებარედ ქსელზე აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს.
სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც, ხვალ, 27/01 12: 00სთ-დან 28/01 12:00-საათამდე, წყალმომარაგება შეუწყდება:
გლდანის რაიონში – გლდანულის დას. (გლდანის ხევის დასახლება), გლდანის ხევის ქუჩას, ჯანჯღავას ქუჩას და ჯანჯღავას მე-3 შესახვევს.
GWP-ის ინფორმაციით 27 იანვარს, აუცილებელი ტექნიკური სამუშაოებია განსახორციელებელი ვაკის რაიონშიც.
კომპანიის ცნობით, სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც, 27 იანვარს 23: 00-დან 28 იანვრის დილის 06:00 სთ-მდე, წყალმომარაგება შეუწყდება:
მ. თამარაშვილის გამზ. N1- N13 (კენტებს), გ. სვანიძის, ქ. ჩოლოყაშვილი, წყნეთის, ნ. ყიფშიძის, ვ. გაბაშვილის, თ. აბულაძის, ვ. ლეჟავას, ს. ხაბეიშვილის გ. წერეთლის ქუჩებს და ჭავჭავაძის 1 შესახვევს.