LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეს ილიკო სუხიშვილი იუბილარია

466
iliko-suxishvili

8 მარტს ანსამბლ „სუხიშვილების“ სამხატვრო ხელმძღვანელი, ილიკო სუხიშვილი იუბილარია. გამორჩეულ ქართველ ქორეოგრაფს და ნაციონალური ბალეტის ხელმძღვანელს ულოცავს „სუხიშვილების“ ოფიციალური „ფეისბუქ“-გვერდი:

„დღეს ჩვენი ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელისა და მთავარი ქორეოგრაფის, გამორჩეულად ნიჭიერი, კეთილშობილი და ღირსეული ადამიანის – ილიკო სუხიშვილის დაბადების დღეა! ?

დიდი სიყვარულით ვულოცავთ დაბადების დღეს, ჯანმრთელობას და მშვიდობას ვუსურვებთ! ❤️

წინ მრავალი ახალი და საინტერესო პროექტი, წარმატებული კონცერტები და სავსე დარბაზებია..“

შეგახსენებთ, რომ „სუხიშვილები“ მცირე ხნის წინ დაბრუნდნენ საქართველოში. ისინი პოლონეთიდან ზუსტად ომის დაწყების წინ ჩაფრინდნენ უკრაინაში, სადაც რამდენიმე ათეული კონცერტი უნდა ჰქონოდათ სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის კიევში, თუმცა მათ გასტროლის დაწყება ვერ მოახერხეს და უკრაინიდან პოლონეთში გადავიდნენ, შემდეგ კი სამშობლოში დაბრუნდნენ…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები