LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეს ინოვაციური იდეების განხორციელებისთვის 48-საათიანი ჰაკათონი დაიწყება

55

დღეს „ფაბრიკაში“ სტარტს აიღებს 48-საათიანი ჰაკათონი, სადაც პროგრამისტები, დიზაინერები, მარკეტერები, მეწარმეები და პროექტ-მენეჯერები განავითარებენ კრეატიულ იდეებს და შექმნიან სამუშაო პროტოტიპებს.

”თიბისი ბანკის” ინფორმაციით, ჰაკათონში მონაწილეობის მისაღებად უკვე დარეგისტრირდა 100-ზე მეტი მონაწილე, რომლებიც ორი დღის განმავლობაში ინტენსიურად იმუშავებენ როგორც ქართველ, ისე უცხოელ მენტორებთან ერთად. პროექტის მიზანია მეწარმეობისა და სტარტაპ კულტურის ხელშეწყობა და ადამიანებისთვის იმის სწავლება, თუ როგორ შეიძლება მოკლე ვადებში იდეა პროტოტიპად აქციონ.

Garage48-ის ადგილობრივი პარტნიორები Impact Hub Tbilisi და „თიბისი ბანკის“ პროგრამა „სტარტაპერი“ არიან.

„Garage48 ღონისძიებების სერიაა, რომელიც 2010 წლის აპრილში ესტონეთში დაიწყო და მას შემდეგ სხვადასხვა ქვეყნაში ტარდება. წლების განმავლობაში, პროექტის ფარგლებში არაერთი საინტერესო იდეა განხორციელდა და შეიქმნა რამდენიმე წარმატებული სტარტაპი“, – ნათქვამია ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g