LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დღეს ისეთი დღეა, რომელიც არასდროს დამავიწყდება…“ – ნუცა ბუზალაძე გრემის აკადემიის წევრი გახდა

220
ნუცა ბუზალაძე

ნუცა ბუზალაძე გრემის აკადემიის წევრი გახდა. ამის შესახებ მომღერალი სოციალურ ქსელში წერს.

„დღეს ისეთი დღეა, რომელიც არასდროს დამავიწყდება.

ახლა პოზიტანოში, იტალიაში ვარ. დღეს კაპრიზე მივდივარ, მაგრამ დილა კიდევ უფრო განსაკუთრებული გახდა, მივიღე მოწვევა და გავხდი გრემის აკადემიის წევრი.

ვიხსენებ იმ პატარა გოგოს, რომელსაც ყველაზე დიდი ოცნება ჰქონდა. ერთ დღეს ლოს ანჯელესში ცხოვრება, გრემის დაჯილდოებაზე დასწრება და, რა თქმა უნდა, ოდესმე გრემის მოგება.
დღევანდელი დღე კიდევ ერთი ნაბიჯია ამ ოცნებისკენ. მადლობა ყველას, ვინც ჩემს გზაზე ჩემთან ერთად ხართ. უკვე 20 წელი“, – წერს ნუცა ბუზალაძე სოციალურ ქსელში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები