LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეს კომენდანტის საათი 23 საათიდან დილის 4 საათამდე იმოქმედებს

384
კომენდანტის საათი

გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა, 1-ელი მაისის 23:00 საათიდან 2 მაისის 04:00 საათამდე იმოქმედებს, ნაცვლად 21:00 საათიდან 05:00 საათამდე პერიოდისა. აღნიშნული გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.

„როგორც ცნობილია, 4-11 მაისი საქართველოში გამოცხადებულია უქმე დღეებად, რაც მობილობის შემცირებას ისახავს მიზნად. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 3-დან 12 მაისის ჩათვლით, შეიზღუდება მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

საფლავებზე გასვლა 2-დან 4 მაისის ჩათვლით აიკრძალა – აკრძალვა არ ითვალისწინებს გამონაკლისებს გეოგრაფიული ლოკაციის მიხედვით

მღვდელმსახურები გავლენ და საფლავებს აკურთხებენ, ხალხის მისვლა საჭირო აღარ იქნება – ჯაღმაიძე