ეროვნულმა ბანკმა ბანკთაშორის სავალუტო ბირჟაზე ლარის მიმართ გაცვლითი კურსი დაადგინა.
ბანკთაშორის სავალუტო ბირჟაზე ვაჭრობის შედეგად 20 იანვარს ლარის შემდეგი გაცვლითი კურსი დადგინდა: ლარი დოლართან მიმართებაში 0.0030 პუნქტით გაუფასურდა და 2, 4280 ლარი შეადგინა, ხოლო ევროს მიმართ 0.0001 პუნქტით გამყარდა და 1 ევროს ღირებულება 2, 6448 ლარია.
ამასთან, „როიტერის“ ინფორმაციით, ამერიკული ნედლი ნავთობი 3.41 %-ით გაიაფდა და 1 ბარელზე ფასმა 27.49 დოლარი შეადგინა, ოქროს ღირებულება კი 0,15 %-ით გაიზარდა და 20 იანვარს 1 უნცია ოქრო 1088.70 დოლარი ღირს.