ეროვნულმა ბანკმა ბანკთაშორის სავალუტო ბირჟაზე ლარის მიმართ გაცვლითი კურსი დაადგინა.
ბანკთაშორის სავალუტო ბირჟაზე ვაჭრობის შედეგად 26 ნოემბერს ლარის შემდეგი გაცვლითი კურსი დადგინდა: ლარი დოლართან მიმართებაში 0.0117 პუნქტით გამყარდა და 2, 3957 ლარი შეადგინა, ხოლო ევროს მიმართ 0.0242 პუნქტით გამყარდა და 1 ევროს ღირებულება 2,5399 ლარია.
ამასთან, „როიტერის“ ინფორმაციით, ამერიკული ნედლი ნავთობი 0,16%-ით გაძვირდა და 1 ბარელზე ფასმა 43.11 დოლარი შეადგინა, ოქროს ღირებულება ასევე 0.16%-ით გაიზარდა და 1 უნცია ოქრო 1071.70 დოლარი ღირს.
