ეროვნულმა ბანკმა ბანკთაშორის სავალუტო ბირჟაზე ლარის მიმართ გაცვლითი კურსი დაადგინა.
ბანკთაშორის სავალუტო ბირჟაზე ვაჭრობის შედეგად 10 დეკემბრისთვის ლარის შემდეგი გაცვლითი კურსი დადგინდა: ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში 0.0101 პუნქტით გაუფასურდა და 2.3947 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, ლარი მის მიმართაც გაუფასურდა. ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0306 პუნქტი შეადგინა და დღეს 1 ევრო 2.6174 ლარი ღირს.
ამასთან, „როიტერის“ ინფორმაციით, ამერიკული ნედლი ნავთობი 0.67%-ით გაძვირდა და 1 ბარელზე ფასმა 37.41 დოლარი შეადგინა, ოქროს ღირებულება კი 0.19%-ით გაიაფდა და 10 დეკემბერს 1 უნცია ოქრო 1075.60 დოლარი ღირს.
