„დღეს, მამაჩემის გარდაცვალებიდან ზუსტად მეცხრე წელს, ვდგავარ იქ, სადაც დგომას მომიწონებდა. ვდგავარ ჩემი შვილის გამო, რომელიც მინდა იმ ქვეყანაში დაიბადოს, სადაც ორი რამ იქნება მკაფიო – ვინ არის მტერი და ვინ მოყვარე“, – ამის შესახებ გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში წერს.
„ვდგავარ იმ ადამიანების გამოც, რომლებიც შეიძლება აქ დგომას მიწუნებდნენ, მაგრამ მე მათთვისაც ზუსტად ის საქართველო მინდა, უკეთესი რომ მგონია“, – წერს გიორგი კეკელიძე.