მტკვრის დონე ერთი დღით თბილისში ბუნებრივ ნიშნულს დაუბრუნდება.
მიზეზი ორთაჭალჰესზე გადაუდებელი სამუშაოებია, რომელსაც „ენერგო-პრო ჯორჯია გენერაცია“, განახორციელებს.
“ორთაჭალჰესზე“ ფარის სარემონტო სამუშაოები გაგრძელდება 1 დღის განმავლობაში, რაც გამოიწვევს „ორთაჭალჰესის“ 1 დღიან გაჩერებას. შედეგად, თბილისში, მდინარე მტკვარის კალაპოტში წყლის დონე დაიწევს და დაუბრუნდება ბუნებრივ ნიშნულს”, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
ენერგო-პრო ჯორჯიას” განცხადებით, აღნიშნული სამუშაოები განხორციელდება ყველა უსაფრთხო ნორმის დაცვით.
სამუშაოების დასრულების თანავე, „ორთაჭალჰესის“ სამუშაო პროცესი აღდგემა ჩვეულ რეჟიმში.