მართლმადიდებლები დღეს ნათლისღებას ზეიმობენ. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე საზეიმო წირვას ამ წუთებში სამების საკათედრო ტაძარში დაიწყებს. მსახურების დასრულებამდე კი სამების ტაძრის ეზოში წყალკურთხევას ასევე, თავად ილია მეორე შეასრულებს. ნაკურთხი წყლის წაღება მრევლს სახლში შეეძლებათ.
ნათლისღების დღესასწაული თორმეტ საუფლო დღესასწაულს შორის ერთ-ერთია. ყოველი წლის ამ დღეს მდინარე იორდანე აღმა იწყებს სვლას.
წმ. სახარების მიხედვით, მდინარე იორდანეში წმინდა იოანე ნათლისმცემლის ხელიდან იესო ქრისტეს ნათლისღებისას მასზე სულიწმინდა მტრედის სახით გადმოვიდა და თავზე დაადგა, ხოლო ზეციდან ხმა გაისმა: “ეს არის ძე ჩემი საყვარელი, რომელიც მე სათნო ვიყავ”.