LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეს პარლამენტის აივანზე გავედი, გეფიცებით ვერ წარმოიდგენთ, როგორი სუნი იდგა! პირბადემაც ვერ ჩაახშო: დიტო სამხარაძე

262
დიმიტრი სამხარაძე - კარვებზე

“ქართული ოცნების” დეპუტატი დიმიტრი სამხარაძე რუსთაველის გამზირზე განთავსებულ კარვებთან დაკავშირებით, Facebook-ზე წერს.

მისი განცხადებით, დღეს პარლამენტის შენობის აივანზე იმყოფებოდა, სადაც “კარვებიდან ისეთი სუნი ადიოდა, პირბადემაც ვერ ჩაახშო”.

“დღეს პარლამენტში სხდომაზე ვიყავი, სხდომის დაწყებამდე აივანზე გავედი. კარვების თავზეა აივანი! გეფიცებით ვერ წარმოიდგენთ, როგორი სუნი იდგა! პირბადემაც ვერ ჩაახშო.

იცით რა მაინტერესებს? თვითონ მოსწონთ ნეხვში ყოფნა? ააყროლეს საქართველო, პირდაპირი და ირიბი გაგებით“, – წერს დიტო სამხარაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები