დღეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის აღსაყდრების დღეა. სადღესასწაულო ღვითმსახურება დილის 10 საათზე სვეტიცხოვლის ტაძარში ჩატარდება – იქ, სადაც 42 წლის წინ, 1977 წლის 25 დეკემბერს ილია მეორის ინტრონიზაცია გაიმართა.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაური სიონის ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მეთორმეტე საეკლესიო კრებაზე ერთსულოვნად აირჩიეს. მაშინ ილია მეორე ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი იყო.საპატრიარქო ტახტზე ის 44 წლის ასაკში ავიდა.