LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დღეს „ქართული ოცნება” აძლევს 60 მილიონს ეკლესიას, იმიტომ კი არა, რომ მართლა ქველმოქმედია ივანიშვილი და გიჟდება სულიერებაზე, მას სჭირდება მასა, ბრბო საარჩევნო ყუთთან”- მამა პეტრე კოლხი

163
მამა პეტრე კოლხი

მამა პეტრე კოლხი გადაცემას „რეაქცია” სტუმრობდა. გადაცემის თემა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი იყო.

სასულიერო პირი ამბობს, რომ „ქართულმა ოცნებამ” ძირი გამოუთხარა ქართულ სამოციქულო ეკლესიას”.

მამა პეტრე კოლხის განცხადებით, მათ „(ხელისუფლებას) აქვს ანგარიში ჩასაბარებელი რუსული ხელისუფლების წინაშე, წინააღმდეგ შემთხვევაში კარს არის მომდგარი არჩევნები და რუსული ხელისუფლება მხარს არ დაუჭერს ქართულ ოცნებას”.

„გუშინ და დღეს ამოვიკითხე ქართული ოცნების ლიდერების ბოდვები, მაგალითად, კობახიძე ბრძანებს, რომ „ენჯეოების” წინააღმდეგ უნდა მივიღოთ ეს კანონი, რომ დავიცვათ ჩვენი ეკლესია.

მეორე ბოდვა – დედაქალაქის მერი ბრძანებს, რომ ჩვენ მართლმადიდებლობა უნდა დავიცვათ  ამ კანონის მიღებით.

ჩვენ უნდა ვისაუბროთ ღიად, საჯაროდ პრობლემებზე: 

ბოლო 30 წლის მანძილზე, ეკლესიისთვის იმდენი შეურაცხყოფა არავის მიუყენებია, როგორიც „ქართულმა ოცნებამ“ მიაყენა.

მაგალითად, შემიძლია ჩამოვთვალო: სწორედ „ოცნების” მმართველობიდან იწყება  ეკლესიის ავტორიტეტის რყევა, „ოცნების“ ლიდერის პირდაპირი სურვილი და ამოცანა იყო ქართული ეკლესიის საჭეთმპყრობელის ავტორიტეტის ნგრევა, ეს მას კულუარებშიც ხშირად უთქვამს და გვსმენია, საჯაროდაც ხშირად უთქვამს, მისი პირდაპირი ამოცანა და ინტერესი იყო, რომ ქართულ ეკლესიას ასეთი ავტორიტეტი არ ჰყოლოდა”. – განაცხადა პეტრე კოლხმა.

გადაცემის წამყვანის კითხვაზე, გულისხმობს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, მან უპასუხა – „დიახ, ივანიშვილს ვგულისხმობ”.

მამა პეტრე კოლხის განცხადებითვე „ციანიდის საკითხი სწორედ „ქართული ოცნების” პერიოდში მოხდა ეკლესიაში”, ასევე „ვერცხლის წყლის მოწამვლის საკითხი სწორედ ოცნების დროს მოხდა”.

„ყველაზე გახმაურებული ამბავი, ე.წ. სუს-ის ფაილები, ადამიანებს რომლებსაც ართმევდნენ სიცოცხლის და თავისუფლად სუნთქვის უფლებას, ეკლესია-მონასტრებში უშვებდნენ გადაცმულებს, ვითომ სულიერებისთვის. ამ დროს ყველა იყო დასმენა-მოსმენისთვის მიგზავნილი, რომ იქიდან ინფორმაციები გამოეტანათ…

პირადი ცხოვრებით შეშინება უკვე არის რუსული ნარატივი, ქართული ოცნება რომ ეს არის რუსული ოცნებაა ჩანს იქიდანაც, რომ სწორედ ამ ფაილების მეშვეობით ეკლესიას ევაჭრება არჩევნების პერიოდში.

ის რომ დღეს, ქართული ოცნება აძლევს 60 მილიონს ეკლესიას, იმიტომ კი არა, რომ მართლა ქველმოქმედია ივანიშვილი და გიჟდება სულიერებაზე, მას სჭირდება მასა, ბრბო, საარჩევნო ყუთთან, ვიღაცეები იტყვიან რომ  სამება აგვიშენა, ჩვენ კი არ აგვიშენა, მისი ავტორიტეტისთვის,ინტერესებისთვის მომავლისთვის აიშენა, რომ ხელისუფლებაში მოსულიყო”. – განაცხადა პეტრე კოლხმა.

ეს არის სიმართლე!..

Posted by Petre Kolxi on Thursday, April 18, 2024

გიორგი მარგველაშვილი: „მიიღებს თუ არა „ქართული ოცნება“კანონს, მიიღებს პასუხს, პასუხი მათი მოშორება იქნება – რუსული ძალის მოშორება“

„ეს წინასაარჩევნო სურათია, მხოლოდ ერთი მიზნით: ნებისმიერ ფასად დარჩნენ ხელისუფლებაში, სახელმწიფო პერსპექტივის საბოლოო მოსპობის ფასადაც კი“ – ლევან ალაფიშვილი განმარტავს, რატომ არ გვჭირდება „გამჭვირვალობის“ კანონპროექტი

პოპულალურები