დღეს ქრისტიანული სამყარო მირქმას, უფლისადმი მიგებების დღეს აღნიშნავს.
დღესასწაულთან დაკავშრებით, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე სამების საკათედრო ტაძარში წირვას აღავლენს.
მირქმა, ღვთისადმი მიგებების დღესასწაული, უფლის 12 დღესასწაულთა შორის ერთ-ერთი უდიდესია.
სახარების თანახმად, ამ დღეს იესო ღვთისმშობელმა მარიამმა და მართალმა იოსებმა ტაძრად მიიყვანეს, რათა უფლისთვის ძღვენი შეეწირათ. ტაძარში მიყვანილი იესო, წმინდა სვიმონ ღვთისმიმრქმელმა იცნო, კრძალივით მიეგება და მკლავზე მიირქვა.
დღესასწაული აღდგენილი ძველი წესის – „ლამპრობის“ მიხედვით აღინიშნება, რომელიც სანთლების კურთხევასა და ანთებული სანთლებით ტაძრის გარშემოვლას გულისხმობს.