ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ახალი მიმართულებების დამატებაზე მუდმივად მუშაობს. დღეს, 22: 50 საათზე გდანსკიდან ქუთაისის მიმართულებით პირველი პირდაპირი ავიარეისი შესრულდება.
პოლონეთის საპორტო ქალაქი გდანსკი იქნება რიგით მეოთხე მიმართულება, სადაც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან პოლონეთის მიმართულებით და პირიქით, რეგულარული ავიარეისები შესრულდება.
ამ დღესთან დაკავშირებით, პირველი რეისის მგზავრებს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორი, გიორგი ჩოგოვაძე დახვდება და სიმბოლურ საჩუქრებს გადასცემს.
ცნობისთვის, გდანსკი პოლონეთის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ქალაქია. მსხვილი სავაჭრო ცენტრი და კულტურების თავშეყრის ადგილი, სადაც მოწყენა ნამდვილად გაგიჭირდება: წყლის გასართობები, გემრიელი სამზარეულო, ფერადი შენობები, ქალაქის ისტორიული ნაწილი, მუზეუმები, სანაპირო და უამრავი თავშესაქცევი.