LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დღეს რიგგარეშე არჩევნებზე საუბარი და ამისი მოთხოვნა პოლიტიკური შეცდომაა” – ხათუნა სამნიძე

128
ხათუნა სამნიძე

დღეს რიგგარეშე არჩევნებზე საუბარი და ამისი მოთხოვნა პოლიტიკური შეცდომაა, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხათუნა სამნიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, დამაზიანებელია საუბარი, რომ კანდიდატის სტატუსს ვერ მივიღებთ.

„მგონია, რომ ახლა მთელი ჩვენი კონცენტრაცია და ენერგია 12 რეკომენდაციის შესრულებაზე უნდა იყოს, იმაზე, რომ ვაიძულოთ „ქართული ოცნება“, შესრულდეს ეს რეკომენდაციები და მივიღოთ კანდიდატის სტატუსი.

ჩემი აზრით, ჩვენი საქმიანობისთვის დამაზიანებელი და არასწორია დღეს საუბარი იმაზე, რომ კანდიდატის სტატუსს ვერ მივიღებთ. სტატუსის გამო იქნება თუ ზოგადად, დღეს ოპოზიციის მხრიდან რიგგარეშე არჩევნებზე საუბარი, ამისი მოთხოვნა პოლიტიკური შეცდომაა“, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები