LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დღეს, როცა ჩემი გარდასახვის გზა გავიარე, მინდა ეს სიკეთე უკან დავაბრუნო – მინდა გავხდე ვიღაცისთვის ისეთივე იმედი, როგორიც ჩემთვის იყავით თქვენ!“ – ლილიანა გოჭოშვილი მიმართვას ავრცელებს

1168
ლილიანა გოჭოშვილი

„ახლა რომ უკან ვიყურები, მახსოვს დღეები, როცა მეც არ მქონდა საშუალება… მაგრამ მაშინ მთელი საქართველო გამიხდა დასაყრდენი, არასდროს დამავიწყდება ის მხარდაჭერა და სიყვარული, რაც თქვენგან მივიღე“, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ლილიანა გოჭოშვილი წერს.

გოგონა, რომელიც საზოგადოებამ ცნობილი ფოტოგრაფის, დანტესის მეშვეობით გაიცნო, სოციალურ ქსელში ოპერაციამდე გადაღებულ კადრებს გვიზიარებს.

ლილიანას თურქეთში ურთულესი პლასტიკური ოპერაცია გასულ წელს ჩაუტარდა. სწორედ ამ ოპერაციამ შეცვალა გოგონას ცხოვრება, ახლა კი ლილიანას სურს იმ ადამიანების დახმარება, ვისაც ეს ძალიან სჭირდება.

„ახლა რომ უკან ვიყურები, მახსოვს დღეები, როცა მეც არ მქონდა საშუალება… მაგრამ მაშინ მთელი საქართველო გამიხდა დასაყრდენი. არასდროს დამავიწყდება ის მხარდაჭერა და სიყვარული, რაც თქვენგან მივიღე.  

დღეს, როცა ჩემი გარდასახვის გზა გავიარე და ფეხზე მყარად ვდგავარ, მინდა ეს სიკეთე უკან დავაბრუნო. მინდა გავხდე ვიღაცისთვის ისეთივე იმედი, როგორიც ჩემთვის იყავით თქვენ!
თუ გჭირდებათ დახმარება, ან იცნობთ ადამიანს, ვისაც ახლა ყველაზე მეტად სჭირდება გვერდში დგომა — მომწერეთ. სიკეთე წრებრუნვაა და დროა, ეს ჯაჭვი გავაგრძელოთ!“ – წერს ლილიანა სოციალურ ქსელში.

„ლილიანა ხვალიდან სამხატვრო აკადემიაში განაახლებს სწავლას“ – დავით ოქროპილაშვილი ახალ კადრს გვიზიარებს

ვიდეო: „ლილიანამ ოპერაციიდან 36 დღეს გარდერობისთვისაც მოიცალა“ – რა კადრებს გვიზიარებს დავით ოქროპილაშვილი

ვიდეო: „ანგელოზია…დღეს პირველად გაიკეთა მაკიაჟი ოპერაციის შემდეგ“ – დანტესი ლილიანას საოცარ კადრებს გვიზიარებს

ფოტო: „შენს თვალებს – როშკის ტბებს, შენს ხელებს…შენს თითებს – ნაწვეთარს გუროსას…“ – დავით ოქროპილაშვილი ლილიანას ფოტოს გვიზიარებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები