ლილიანა გოჭოშვილი, რომელიც საზოგადოებამ ცნობილი ფოტოგრაფის, დანტესის მეშვეობით გაიცნო, სოციალურ ქსელში თავის გამომწერებს ამცნობს, რომ მორიგი კონსულტაციისთვის იმყოფებოდა თურქ ექიმთან, რომელმაც მას ოპერაცია გაუკეთა.
ლილიანას თურქეთში ურთულესი პლასტიკური ოპერაცია მიმდინარე წელს ჩაუტარდა. სწორედ ამ ოპერაციამ შეცვალა გოგონას ცხოვრება.
ლილიანა სოციალურ ქსელში წერს, რომ ექიმისგან ახალ რეკომენდაციები მიიღო:
„8 თვე გავიდა ჩემ ოპერაციიდან და ახალი რეკომენდაციები დოქტორ ალთანისგან! დღეს ძალიან პროდუქტიული დღე მქონდა შევხვდი ბატონ ალთანს, რომელმაც ჩემი შედეგები შეაფასა და მირჩია სახის კუნთის მასაჟი და ბოტოქსი“ – წერს ლილიანა.
