„ერთა ლიგის“ „პლეი ოფის“ განმეორებით მატჩში საქართველოს ეროვნული ნაკრები სომხეთს დაუპირისპირდება. შეხვედრას „დინამო არენა“ უმასპინძლებს, მატჩი 18:00 საათზე დაიწყება.
პირველ მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ერევანში 0:3 დაამარცხა.
საქართველოს საფეხბურთო ნაკრები სომხეთთან ორმატჩიანი „პლეი ოფის“ მოგების შემდეგ უეფა-ს „ერთა ლიგის“ B დივიზიონში ადგილს შეინარჩუნებს. ივნისში ამხანაგური მატჩები შედგება, სექტემბრიდან კი მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ჩაერთვება.