„22 ონლაინმედია მთელი საქართველოდან გავერთიანდით, რომ დავიცვათ ის, რაც ყველას გვეკუთვნის: თავისუფალი სიტყვა და დემოკრატია“ – ამ მოწოდებით მედიასაშუალებები საზოგადოებას მიმართავენ და დახმარების მსურველებს მხარდამჭერი კამპანიას ვიდეორგოლის მეშვეობით აცნობენ.
„სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ – ეს არის მთავარი გზავნილი იმ კამპანიისა, რომელიც 22-მა ონლაინ გამოცემამ წამოიწყო და როგორც უკვე აღინიშნა, კამპანიის ფარგლებში მედია საზოგადოებას გადარჩენისთვის დონაციის სახით დახმარებას სთხოვს.
„დღეს საქართველოში დამოუკიდებელი ონლაინმედია გადარჩენისთვის იბრძვის. რეპრესიული რეჟიმი ცდილობს ჩაახშოს ხმები, რომლებიც სიმართლეს ამბობენ.
22 ონლაინმედია მთელი საქართველოდან გავერთიანდით, რომ დავიცვათ ის, რაც ყველას გვეკუთვნის: თავისუფალი სიტყვა და დემოკრატია.
შენი მხარდაჭერა ამ ბრძოლაში გადამწყვეტია. გადარიცხე დამოუკიდებელი ონლაინმედიის მხარდასაჭერად და დაგვეხმარე ინფორმაციის გავრცელებაში.“ – ნათქვამია სპეციალურად ამ კამპანიისთვის შექმნილ ვებგვერდზე, სადაც დამოუკიდებელი მედიასაშუალებების დასახმარებლად, ფინანსური რესურსის გაღება ნებისმიერ ადამიანს შეუძლია.
ინფორმაციისთვის, დღეს, 13 აგვისტოს, 22 დამოუკიდებელი მედიასაშუალება ერთი საათით გაითიშა – მათ ვებსაიტებზე შესულ მომხმარებელს მხოლოდ შავი ფონი ხვდებოდა. ეს იყო გამართხილებელი სიგნალი, რომლითაც მედიის მხარდამჭერი კამპანია გაიხსნა.
სინათლე არ უნდა ჩაქრეს⭕ 22 დამოუკიდებელი ონლაინმედია მთელი საქართველოდან გავერთიანდით, რომ ვიბრძოლოთ, სანამ გვიან არ არის. შენი მხარდაჭერა ამ ბრძოლაში გადამწყვეტია. https://sinatle.media/
Posted by პუბლიკა • Publika on Wednesday 13 August 2025