3 მარტს დედის დღე აღინიშნება. საქართველოში ქალებს და დედებს ორი დღესასწაული ეძღვნებათ – 3 და 8 მარტი და ორივე არასამუშაო დღედ არის გამოცხადებული.
დედის დღე ქვეყანაში 1991 წელს, პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ინიციატივით დაარსდა. ახალმა დღესასწაულმა ჩაანაცვლა ქალთა საერთაშორისო დღე- 8 მარტი, რომელიც ისევე როგორც საბჭოთა დღესასწაულების უმეტესობა, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ გაუქმდა.
თუმცა ათი წლის შემდეგ 8 მარტმა ისევ მიიღო დღესასწაულის სტატუსი. საქართველოს მეორე პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის დროს, ის პარლამენტის გადაწყვეტილებით 2002 წლის მარტში ისევ აღადგინეს.
8 მარტი დღესასწაულად ქვეყანაში ნინო ბურჯანაძის ინიციატივით იქცა, რომელსაც მაშინ პარლამენტის თავმჯდომარე იყო.