LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართველი ემიგრანტი ქალი, რომელიც საქართველოში დაბრუნების მერე შვილმა არ მიიღო: „მე ხომ გითხარი, არ ჩამოხვიდე, რისთვის ჩამოხვედი, არ მინდიხარო…“

1594
ნინო გვაზავა

„იმედის კვირის“ ჟურნალისტი ვარლამ წიკლაური მიუსაფარ დედებს შეხვდა, რომლებსაც 3 მარტს შვილებმა დედის დღე არ მიულოცეს. ისინი თავშესაფარში ცხოვრობენ.

ერთ-ერთი მისი რესპონდენტი, ნინო გვაზავა 16 წელი იყო ემიგრაციაში, ქალიშვილის გარდაცვალების შემდეგ ინფარქტით დააწვინეს საავადმყოფოში, შემდეგ – საქართველოში დაბრუნებულს, ისევ ინფარქტი განუვითარდა და აეროპორტიდან პირდაპირ კლინიკაში მოხვდა, ვაჟიშვილი კი დედის სანახავად არ მივიდა…

„წავედი საბერძნეთში, კვირაში მქონდა 400 ევრო, ყველაფერს ვუგზავნიდი… ამხანაგის შვილმა გაიგო, საავადმყოფოში ვიყავი, მოვიდა და წამიყვანა სახლში. გაიგეს, სად ცხოვრობდა ჩემი ბიჭი და მოძებნეს, მე ხომ გითხარი, არ ჩამოხვიდე, რისთვის ჩამოხვედი, არ მინდიხარო… წავედი ქირით, მერე აქ მოვაგენი, ვნახე პირობები და დავრჩი თავშესაფარში. აგერ ავადმყოფი ქალი ვარ, არავის ვუნდივარ, ჩემი შეცდომა არ გაიმეოროთ…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები