დღეს, 3 აგვისტოს, ცნობილი ქართველი მუსიკოსი სტეფანე მღებრიშვილი იუბილარია.
დილიდან არ წყდება მილოცვები მის ოფიციალურ „ფეისბუქ-“გვერდზე.
მას ერთ-ერთმა პირველმა, რა თქმა უნდა, მეორე ნახევარმა, მაია დარსმელიძემ მიულოცა და დაწერა: „გილოცავ, სტეფო, ძაან ძაან გაგიმარჯოს!..“. მაიამ სტეფანესთან ერთად წლების წინ გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა.

მიმლოცველთა შორისაა პროდიუსერი კახა მამულაშვილიც: „გილოცავ, ჩემო ბიჭო!..“

ხატია შამუგია არის კიდევ ერთი სტეფანეს ახლო მეგობართაგან, რომელმაც მასთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა:
„ერთად მოვდივართ აგერ უკვე 25 წელია და ყოველ წელს უფრო და უფრო აღმაფრთოვანებს და მიყვარს.
მიყვარხარ! მიხარია, რომ ჩემი მეგობარი ხარ, ჩემო სტეეეეფ…“

ერთობლივი სპექტაკლიდან ფოტოებს გვიზიარებს მსახიობი და ტელეწამყვანი აჩიკო სოლოღაშვილი:
„მიყვარს ეს ნიჭიერი კაცი და ყველაფერი საუკეთესო მას! გილოცავ, სტეფანე“.

