დღეს 23:30 საათზე, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში, პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის თხოვნით, საქართველოს ერთიანობისა და მშვიდობისათვის შეკვეთილი წირვა აღევლინება.
ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
„ლიტურგიის შემდეგ ჩატარდება პანაშვიდი, 8 ოქტომბერს ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა სულების მოსახსენიებლად, ასევე, აღევლინება პარაკლისი გარდაცვლილთა ოჯახის წევრებისა და ახლობლების, ბათუმის ტრაგედიის დროს დაშავებულების ჯანმრთელობისთვის“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.