LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გომელაური: 5 წუთის წინ ნანგრევებში ვიპოვეთ მე-9 გარდაცვლილი, ჩვენი ვარაუდით, არც ერთი დაკარგული აღარაა და სამძებრო სამუშაოები შეჩერდება

167
hreherherhre

შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, ბათუმში ნანგრევებში კიდევ ერთი გარდაცვლილი ადამიანი იპოვეს.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ნანგრევებში, სავარაუდოდ, აღარავინ იმყოფება.

„მინდა მივუსამძიმრო ოჯახებს. მძიმე სიტუაციაა. 9 ადამიანია გარდაცვლილი. უძიმესი დღე იყო გუშინაც და დღესაც. 5 წუთის წინ ვიპოვეთ მე-9 გარდაცვლილი. ჩვენი ვარაუდით, არც ერთი დაკარგული აღარაა და სამძებრო სამუშაოები შეჩერდება“,- განაცხადა გომელაურმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები