3 მაისი თავისუფალი პრესის მსოფლიო დღეა.
1993 წლის 21 დეკემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ, 3 მაისი თავისუფალი პრესის მსოფლიო დღედ გამოაცხადა.
თავისუფალი პრესის მსოფლიო დღის დაარსებას აფრიკელი ჟურნალისტების რეგიონალურ სემინარზე ჩაეყარა საფუძველი, სადაც დამოუკიდებელი და პლურალისტული მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა ხელშეწყობის საკითხის განიხილავდნენ.
შეხვედრაზე ჟურნალისტებმა, ე.წ .”ვინდჰუკის დეკლარაცია” მიიღეს, რომლითაც ქვეყნების მთავრობებს მოუწოდეს, პრესის თავისუფლება უზრუნველყოთ.

