დღეს, 21 ივლისს, საღამოს 8 საათზე, ყოველწლიური მუსიკალური პროექტის „TBILISI NEWCOMERS 2016“-ის გამარჯვებულები დასახელდებიან. სულ ორი გამარჯვებული გამოვლინდება. მთავარ ჯილდოდ „თბილისი ოფენ ეარზე“ დაკვრაა დაწესებული, ისეთ მუსიკოსებთან ერთად, როგორებიც არიან AIR, MORCHEEBA, UNKLE, DAMIEN RICE, STEVE VAI, TRICKY, MOODYMAN, ADRIQTIQUE და სხვა. ორი გამარჯვებულიდან ერთი ფესტივალის მთავარ სცენას დაიკავებს, მეორე კი – ღამის სცენას.
სამხრეთ კავკასიის ყველაზე დიდი მუსიკალური ფესტივალის სცენაზე დაკვრის გარდა, გამარჯვებული ელექტრონული მუსიკოსი, ავიაკომპანია „ატლას გლობალი“-სგან მიიღებს საჩუქარს: თბილისი – სტამბოლი – თბილისის ავიაბილეთს.
ყოველწლიურ მუსიკალურ პროექტში, TBILISI NEWCOMERS 2016-ში მონაწილეობის სურვილი 54-მა არტისტმა გამოთქვა, პირველი ეტაპის გავლის შემდეგ არტისტები, ცოცხალი შესრულებით წარდგნენ „ალტერ ვიჟენის“ პროდიუსერების წინაშე. შოუქეისში მონაწილე მუსიკოსებს გადაუღეს ვიდეოები, რომლებიც განთავსდა ვებ-გვერდზე: www.newcomers.ge. მსმენელს ერთი კვირის განმავლობაში შეეძლო, ხმა მიეცა თავისი რჩეულისთვის. გამარჯვებულები ხალხის მოწონებებისა და პროდიუსერების არჩევანის შეჯამებით გამოვლიდნენ.
შეგახსენებთ, რომ მუსიკალური პროექტი, TBILISI NEWCOMERS 2009 წლიდან იმართება და რვა წლის განმავლობაში, მასში მონაწილეობის სურვილი 700-მდე ქართველმა და უცხოელმა არტისტმა გამოთქვა.
