LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეს თბილისში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საწინააღმდეგო აქცია გაიმართება

166
აქცია კანონის წინააღმდეგ

2 ივნისს, 20:00 საათზე, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საწინააღმდეგო აქცია გაიმართება.

საპროტესტო აქციის მონაწილეები რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბებიან. 21:00 საათზე საქველმოქმედო კონცერტი „ევროპული მომავლისთვის“ გაიმართება, სადაც ქართველი მუსიკოსები საქართველოს ევროპული მომავლისთვის იმღერებენ.

„საერთო მიზნისთვის ბრძოლაში – ჩვენი დაუმარცხებელი ერთობა დაიბადა. ეს ერთობა – საბოლოო გამარჯვების, მომავლის გზაა.

თავისუფლებისთვის მებრძოლ ახალგაზრდებს ხელისუფლება უკანონოდ იჭერს და ფულად ჯარიმებს აკისრებს.

საქველმოქმედო კონცერტზე ქართველი მუსიკოსები იმღერებენ საქართველოს ევროპული მომავლისთვის და საქართველოს სიყვარულისთვის დაჯარიმებული ადამიანების მხარდასაჭერად“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g