LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“დღეს უკვე დავიწყებთ ოფიციალურ მოქმედებას, რომელიც ანაკლიის პორტის მშენებლობას უკავშირდება” – ირაკლი ღარიბაშვილი

128
ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობა წელს დაიწყება. ღარიბაშვილის თქმით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო შესაბამის პროცედურებს ამზადებს.

„დღეს უკვე დავიწყებთ ოფიციალურ მოქმედებას, რომელიც ანაკლიის პორტის მშენებლობას უკავშირდება. ეკონომიკის სამინისტრო შესაბამის პროცედურებს ამზადებს. შეგახსენებთ, რომ ჩვენი გადაწყვეტილებით, ამ პორტის 51% სახელმწიფოს კუთვნილება იქნება, 49%-ზე ჩვენ საერთაშორისო ტენდერს გამოვაცხადებთ და პოტენციურ ინვესტორებს მოვიწვევთ. მაგრამ ჩვენ მათ შემოსვლას არ დაველოდებით. ჩვენ დავიწყებთ წელს სამუშაოებს. ჩვენი ამოცანა უნდა იყოს, წელსვე დავიწყოთ ანაკლიის პოსტის მშენებლობა. ასევე, აქტიურად გრძელდება გზების, მაგისტრალების მშენებლობა. აეროპორტის გაფართოების და სხვა კონცეფციებზე აქტიურად ვმუშაობთ. ასე რომ, ყველა მიმართულებით ჩვენ პოზიტიური სიახლეები გვაქვს,“ – განაცხადა ღარიბაშვილმა.

“გვინდა, წელსვე დავიწყოთ ანაკლიის პორტის მშენებლობა” – რა იგეგმება ხუდონჰესის პროექტთან დაკავშირებით

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები