LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დღეს უკვე იტირე ჯასტინ?“ – სელენა გომესის ქორწილის შემდეგ ჯასტინ ბიბერის პოსტები მწარე კომენტარებით „დაბომბეს“

388
page

სელენა გომესისა და ბენი ბლანკოს ქორწილმა სოციალურ ქსელებში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია, ეს განსაკუთრებით ჯასტინ ბიბერის „ინსტაგრამ“ გვერდს შეეხო. ყოფილი შეყვარებულის გათხოვების შემდეგ, სელენას ფანებმა მომღერალი სახალისო კომენტარებით „დაბომბეს“.

პატარძლის სამი საქორწინო კაბა და სიძის მილიონ დოლარად შეფასებული სამკაულები – სელენა გომესისა და ბენი ბლანკოს შთამბეჭდავი ფოტოები ქორწილიდან

ბიბერის პოსტების ქვეშ ათასობით „მწარე“ შეტყობინება გაჩნდა:

„შენ ახლა აღარავის აინტერესებ, ყველა სელენას ქორწილზე ლაპარაკობს“, „ახლა კი ის სამუდამოდ წავიდა შენგან“, „შენ დაკარგე შენი ცხოვრების სიყვარული“, „დღეს უკვე იტირე ჯასტინ?“, – არ წყდება კომენტარები.

ფანებმა ყურადღებას კიდევ ერთ დეტალზე გაამახვილეს. ქორწილის ამბების ფონზე ჯასტინმა წვერი გაიპარსა.

კომენტარებში ხუმრობნენ: „ქალები დაშორების შემდეგ თმას იჭრიან, ბიბერმა კი უბრალოდ წვერი გაიპარსა“.

შეგახსენებთ, სელენასა და ჯასტინს წლების განმავლობაში დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ. როდესაც ისინი ერთმანეთს დაშორდნენ, ბიბერი მალევე დაქორწინდა ჰეილიზე, სელენა კი ხანგრძლივ და რთულ დეპრესიას ებრძოდა.

„ერთსა და იმავე რესტორანში, ცალ-ცალკე ივახშმეს“ – რა სჭირს ჯასტინ ბიბერს და რა კავშირი აქვს ამასთან სელენა გომესს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები