რამდენიმე დღის წინ, ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად, გარდაიცვალა მომღერალ ლევან კბილაშვილის მამა.
მომღერლის და, სალომე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს გვიზიარებს და საზოგადოებას თანადგომისთვის მადლობას უხდის.
„არ ვიცი როგორ გამოვხატო ის მადლიერება, რასაც თქვენ მიმართ ვგრძნობ…
ამ უმძიმეს დროს, როცა სიტყვებიც კი უძლურია,
თქვენი თითოეული შეტყობინება, თითოეული თბილი სიტყვა და თანადგომა
ჩვენთვის უდიდეს ნუგეშად იქცა.
მწერენ ნაცნობებიც და სრულიად უცნობებიც…
მიბოდიშებენ, რომ მოსვლა ვერ მოახერხეს…
მაგრამ დამიჯერეთ, მთავარი ეს არ არის…
მთავარია, რომ ჩვენი ტკივილი გულთან მიიტანეთ და გაიზიარეთ.
დღეს უკვე ორი პირადი მფარველი ანგელოზი მყავს ზეცაში.
ორი ყველაზე დიდი სიყვარული, რომლებიც მუდამ ჩვენთან არიან,
უბრალოდ… სხვა სამყაროდან გვიცავენ და გვიფარავენ.
მჯერა, მათი ლოცვა ჩვენამდე ყოველთვის მოვა…
და თითოეულ თქვენგანსაც სიყვარულით დაგლოცავთ“, – ვკითხულობთ ტექსტში.
