LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დღეს უკვე პიკი იყო და მივხვდი, რომ ძალიან დავიღალე ჩემს ირგვლივ დატრიალებულ დაუსრულებელ ღლიცინზე…ეს უდიდესი ულამაზესი ბუკეტი მომართვეს“ – თიკა ჯამბურია ემოციურ პოსტს გვიზიარებს

548
2025-11-18_22-55-55_319873

მომღერალი თინა ჯამბურია სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს და კადრს გვიზიარებს.

„რაღა დაგიმალოთ და დღეს უკვე პიკი იყო და მივხვდი, რომ ძალიან დავიღალე ჩემს ირგვლივ დატრიალებულ დაუსრულებელ ღლიცინზე…ზოგადად მგონია, რომ იუმორსაც, კრიტიკას, ქებას ყველაფერს აქვს ზღვარი და გადაზედმეტებული ყველანაირი ემოცია ავნებს ადამიანების ენერგეტიკას, ხო და თუ ვინმეს სურვილი ჰქონდა, რომ ჩემი გულის ტკენა გამოეწვია, გამოუვიდა მაგრამ…

როგორ შეიძლება რამე ნეგატიურმა დამაგდოს ან მომერიოს, როდესაც ჩემს ირგვლივ მხოლოდ სიყვარულია…ეს ორი გოგო არის თუნა და ნინა, ჩემი შვილი და ჩემი დის შვილი,
მოწყენილი, რომ დამინახეს სასეირნოდ გავალთო ცოტა ხანში მობრუნდნენ და ეს უდიდესი ულამაზესი ბუკეტი მომართვეს ( იმიტომ რომ იციან რომ ყვავილები მაბედნიერებს) ხო და ამ წამიდან ისევ ისეთი მხიარული და ბედნიერი ვარ…და ვისაც ჩემი ბედნიერება არ უხარია ძალიან არ გაუმართლა იმიტომ , რომ რაც არ უნდა მოხდეს სულ ესე კარგად ვიქნები“, – წერს თიკა ჯამბურია.

ვიდეო: „არ მჯერა, რომ ჩემი ყველაზე დიდი ოცნება უნდა ახდეს…” – თიკა ჯამბურიას ცხოვრებაში დიდი სიახლეა

ვიდეო: „ენერგიას მარტოობაში ვიღებ…სულ ვცდილობ გავიქცე, თუ საქმე ეხება კომფორტის ზონას, ეს არის ჩემი ოთახი“ – რას ჰყვება თიკა ჯამბურია „იმედის“ ეთერში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g