LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დღეს უმძიმესი მთავრობის სხდომაა.. დარწმუნებული ვარ, გამოწვევები, რომლებსაც ილიასთან ერთად შევეჭიდეთ, ღირსეულად იქნება მიყვანილი“ – კალაძემ მერის ახალი მოადგილე წარადგინა

129
Untitled design (2)

თბილისის მერმა მოადგილის თანამდებობაზე ახალი კანდიდატურა წარადგინა.

კახა კალაძის თქმით, ილია ელოშვილის გარდაცვალების შემდეგ, აღნიშნულ მიმართულებას კახა გულედანი უხელმძღვანელებს.

“კახა  გულედანი წლების განმავლობაში მუნიციპალიტეტში მუშაობს, მას საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს, დღეს ის მუნიციპალურ ინსპექციას ხელმძღვანელობს.

წლების წინ ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა, მინდა წარმატებები ვუსურვო და დარწმუნებული ვარ, რომ ის სამუშაოები და გამოწვევები, რომლებსაც ილიასთან ერთად შევეჭიდეთ, ბოლომდე ღირსეულად იქნება მიყვანილი”, – განაცხადა კალაძემ.

 

 

თბილისის მერმა მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა წუთიერი დუმილით დაიწყო:

“თითოეული ჩვენგანისთვის დღეს უმძიმესი მთავრობის სხდომაა, რადგან ჩვენ შორის აღარ არის საუკეთესო მეგობარი, ადამიანი, რომელიც საკუთარ საქმესა და ქვეყანაზე უზომოდ იყო შეყვარებული, უპატიოსნესი ილია ელოშვილი”, – განაცხადა კალაძემ.

magti 5g