LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეს ვაჟა – ფშაველას გამზირი გადაიკეტება

601
ჯკ

“ვაჟა-ფშაველას გამზირი ამაღამ სამედიცინო უნივერსიტეტთან დაიკეტება საფეხმავლო ხიდის სადემონტაჟო სამუშაოებიდან გამომდინარე” – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ტრანსპორტს მეტროსადგურ “დელისის” მიმართულებით მოძრაობა მხოლოდ ნუცუბიძის, ასათიანის და იონა ვაკელის ქუჩების გავლით შეეძლება.

” 25 ნოემბრის 23:00-დან 26 ნოემბრის 07:00-მდევაჟა-ფშაველას გამზირის მონაკვეთი იონა ვაკელის ქუჩიდან მიხეილ ასათიანის ქუჩამდე გადაიკეტება. შესაბამისად, ტრანსპორტი ვაჟა-ფშაველას გამზირიდან მეტროსადგურ „დელისის“ მიმართულებით იმოძრავებს იონა ვაკელის, ნუცუბიძისა და ასათიანის ქუჩების გავლით. ხიდის ადგილზე მიმდინარე წლის სექტემბრიდან ამოქმედებულია შუქნიშნით ორგანიზებული ქვეითთა გადასასვლელი. თბილისის მერია ბოდიშს გიხდით დისკომფორტისთვის!”

მერიის ინფორმაციით, 25 დან 29 ნოემბრამდე ასევე შეიზღუდება მოძრაობა მეტეხის გვირაბებში, სადაც 3D ლაზერული სკანირება და სტრუქტურული მდომარეობის შემოწმებაა დაგეგმილი.

“მეტეხის გვირაბებში ღამის საათებში ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება 25-დან 29 ნოემბრამდე, რადგან 3D ლაზერული სკანირება და სტრუქტურული მდგომარეობის შემოწმება იგეგმება.

სამუშაოები შესრულდება ორ ეტაპად, ღამის საათებში. აქედან გამომდინარე, მარცხენა და მარჯვენა გვირაბები ორ-ორი ღამის განმავლობაში დაიკეტება.

25 და 26 ნოემბერს 23:00-დან 07:00 საათამდე გვირაბში ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება იალბუზის ქუჩიდან მეტეხის ხიდის მიმართულებით. აქედან გამომდინარე, იალბუზის ქუჩიდან ქალაქის ცენტრისკენ ტრანსპორტის გადაადგილება შესაძლებელი იქნება ორთაჭალჰესისა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გავლით.

27 და 28 ნოემბერს 23:00-დან 07:00 საათამდე გვირაბი დაიკეტება ბარათაშვილის ხიდიდან იალბუზის ქუჩის მიმართულებით. შესაბამისად, მტკვრის მარცხენა სანაპიროდან ტრანსპორტი იმოძრავებს ბარათაშვილის ხიდის გავლით პუშკინის ქუჩის მიმართულებით. თბილისის მერია ბოდიშს გიხდით დისკომფორტისთვის!” – აღნიშნულია მერიის მიერ გავრცელებულ ინფომაციაში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g