LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეს ვაშინგტონი ყველაზე დაცული ქალაქია: ინაუგურაცია, რომელიც ანტიუტოპიური ფილმის სცენარს ემსგავსება

84
ჯო

ვაშინგტონი ყველაზე უჩვეულო  პრეზიდენტის ინაუგურაციისთვის ემზადება. პირბადეები, სოციალური დისტანცია, თითქმის ცარიელი ხეივანი და ეროვნული გვარდიის უპრეცენდენტო წარმომადგენლობა კაპიტოლიუმთან.

ამერიკის 46-ე პრეზიდენტის ინაუგურაციაზე 200 ათასი სტუმრის ნაცვლად, მხოლოდ ათასი სტუმარი
იქნება.

ჯო ბაიდენის ინაუგურაციაზე ლედი გაგა და ჯენიფერ ლოპესი იმღერებენ

10 ათასი ეროვნული გვარდიელის ნაცვლად, პრეზიდენტს ეროვნული გვარდიის 25 ათასი სამხედრო მოსამსახურე დაიცავს.

თითოელ მათგანს, ვინც ინაუგურაციის უსაფრთხოებას იცავს, უამრავი შემოწმება ჩაუტარდათ, იმისთვის, რომ გამოეკვლიათ, ხომ არ ჰქონდათ კავშირი ექსტრემისტებთან.

ასეთი ადამიანი 12 აღმოჩნდა.

ერთ-ერთი ვაშინგტონში მცხოვრები ამბობს, „ცოტა უცნაირია რაც ჩვენს გარშემო ხდება, ამდენი პოლიციელი, სამხედრო და FBI-ის აგენტი ერთად არასდროს მინახავს. ეს ყველაფერი ანტიუტოპიური ფილმის სცენარს ემსგავსება“.

ჯო ბაიდენმა ამერიკელებს მოუწოდა, სახლში დარჩნენ და ინაუგურაციის პროცესს თვალი ტელეეკრანებიდან ადევნონ.

ცნობილია, რომ დღესვე პირველი ქალი ვიცე-პრეზიდენტის კამალა ჰარისის ინაუგურაციაც ჩატარდება.

„ვფიცავ, რომ პირნათლად შევასრულებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მოვალეობას და გავაკეთებ ყველაფერს, რაც შემეძლება, რომ შევინარჩუნო, გავუფრთხილდე და დავიცვა ამერიკის კონსტიტუცია“, – ამ სიტყვების წარმოთქმის შემდეგ ჯო ბაიდენი რეზიდენტი ოფიციალურად გახდება.

ჯო ბაიდენი ფიცს ტრადიციულად,  კაპიტოლიუმის კიბეზე დადებს.

ცნობილია, რომ ცერემონიალს არ დაესწრება დონალდ ტრამპი. 

ინაუგურაცია თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები